კობახიძე: „მეორე მოსმენით მიღებული კონსტიტუციის პროექტის უკან დაბრუნება გამორიცხულია“
„მეორე მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის უკან დაბრუნება გამორიცხულია და შემოდგომაზე აუცილებლად იქნება მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით."- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
2016 წლის ბოლოს პარლამენტის გადაწყვეტილებით შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა მაისში დაასრულა. საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და სხვა სიახლეების გარდა, საქართველო მთლიანად საპარლამენტო რესპუბლიკა ხდება.