ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს

© ჯემალ ღამბაშიძესაპროტესტო აქცია ზუგდიდში
საპროტესტო აქცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პაპუნა ნანეიშვილის ოჯახის წევრები მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს, რომელსაც დაკავებული პაპუნა ნანეიშვილის ოჯახის წევრები მართავენ, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ჯემალ ღამბაშიძე.

პაპუნა ნანეიშვილი ერთი წლის წინ იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის დააკავეს. დაკავებულს ექვსი წელი აქვს მისჯილი, მაგრამ იგი ბრალს არ აღიარებს.

განაჩენი ოჯახმა არაერთხელ გააპროტესტა, სასამართლომაც არაერთხელ განიხილა საკითხი, მაგრამ მოსამართლეს ერთი და იგივე განაჩენი გამოაქვს.

უკვე 55-ე დღეა პატიმარი საკანში შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

როგორც „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას დაკავებულის მამიდამ მზისადარი ტურავამ განაცხადა, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ოჯახი პერმანენტული აქციებით იმუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0