ამინდის ზუსტი პროგნოზი ბათუმში 16 ივლისს

© Sputnik / Denis Aslanovმოცეკვავე შადრევნები ბათუმში
მოცეკვავე შადრევნები ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაქსიმალური ტემპერატურა ბათუმში დღისით პლუს 27 გრადუსი იქნება.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. კვირას ბათუმში სინოპტიკოსები მზიან ამინდს გვპირდებიან.

დამსვენებელთა და ტურისტების სასიხარულოდ, დღის განმავლობაში ნალექი მოსალოდნელი არ არის. ძირითადად მზიანი და ცხელი დღე იქნება. ასე რომ, პლაჟზე წასვლისას მზისგან დამცავი კრემი არ დაგავიწყდეთ. ვისაც ადრე ადგომა უყვართ, შევახსენებთ — მზის ამოსვლა 5:52 საათზე იქნება.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით 21 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით მაქსიმალური — 27 გრადუსი. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზის ჩასვლის ნახვა 20:45 საათზე შეგიძლიათ.

ისიამოვნეთ დასვენებით!

ყველა ახალი ამბავი
0