90 წლის მძღოლი ქალი ავარიაში დაიღუპა

გამოწერა
მოსკოვის ოლქში ვოლოკოლამსკის გზატკეცილზე ავარიაში მოხვდა 90 წლის ქალი, რომელიც საკუთარი მცირეგაბარიტიანი ავტომობილით Infinity-ს შეეჯახა.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. მოსკოვის ოლქში 90 წლის ქალი მცირეგაბარიტიანი ავტომობილით ვოლოკოლამსკის გზატკეცილის შემხვედრ ზოლზე გადავიდა და ავტომობილ Infinity-ს შეეჯახა, იუწყება РИА Новости რუსეთის შსს-ს მოსკოვის მთავარი სამმართველოს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

მიღებული ტრავმების გამო ქალი გარდაიცვალა.

„ვოლოკოლამსკის გზატკეცილის 29-ე კილომეტრზე 1927 წელს დაბადებული ქალი მართავდა ავტომობილ Daewoo Matiz-ს, გადავიდა შემხვედრ ზოლზე და შეეჯახა ავტომობილებს Infiniti და Lada Granta. ავტოავარიის შედეგად ქალი გარდაიცვალა", — განაცხადა მორიგე ოფიცერმა.

ავარიის ფაქტზე დაწყებულია შემოწმება, განაცხადეს პოლიციაში.

ყველა ახალი ამბავი
0