ამინდი საქართველოში უქმეებზე

© photo: Sputnikმოღრუბლული ამინდი
მოღრუბლული ამინდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სინოპტიკოსების პროგნოზის თანახმად, საქართველოში უქმეებზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

შაბათი, 15 ივლისი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამით და დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.  დროგამოშვებით მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება. ქვეყნის ტერიტორიაზე ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 16-21 გრადუსი სითბო, დღისით — 26-31. მაღალ მთაში ღამით იქნება 7-12 გრადუსი სითბო, დღისით — 22-27.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 17-22 გრადუსი სითბო, დღისით — 28-33. მაღალ მთაში ღამით იქნება 6-11 გრადუსი სითბო, დღისით — 20-25.

თბილისში დროგამოშვებით მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება და ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. ღამით იქნება 21 გრადუსი სითბო, დღისით — 31.

კვირა, 16 ივლისი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.  ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში სინოპტიკოსები სეტყვას პროგნოზირებენ. ქვეყნის ტერიტორიაზე ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 18-23 გრადუსი სითბო, დღისით — 13-18. მაღალ მთაში ღამით იქნება 8-13 გრადუსი სითბო, დღისით — 21-28.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 17-22 გრადუსი სითბო, დღისით — 29-34. მაღალ მთაში ღამით იქნება 10-15 გრადუსი სითბო, დღისით — 14-19.

თბილისში ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, დღისით ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. დედაქალაქში ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. ღამით იქნება 21 გრადუსი სითბო, დღისით — 33.


ყველა ახალი ამბავი
0