ზაზა ხალვაში: ჩემს გარშემო სულ ხელოვანი ადამიანები იყვნენ

გამოწერა
ზაზა ხალვაში იხსენებს თავის შემოქმედებით გზას, იმ დროს, როცა უნივერსიტეტში ჩააბარა და პარალელურად კინოსტუდიაში მუშაობდა. იხსენებს სარეჟისორო დებიუტს კინოში, იმ მსახიობებს, ვისაც შეხვდა გადასაღებ მოედანზე. ფესტივალებს, სადაც მიუღია მონაწილეობა, მიღებულ პრიზებსა და ჯილდოებს.
ზაზა ხალვაში: ჩემს გარშემო სულ ხელოვანი ადამიანები იყვნენ

 „ბათუმში კინოთეატრ „თბილისის“ გვერდით ვცხოვრობდი და პირველად ვნახე ფილმი „ქალი და მამაკაცი“, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ზაზა ხალვაშმა.

ზაზა ხალვაში — სცენარისტი და კინორეჟისორია, რომელიც 17 წლის ასაკში რეჟისორ თენგიზ აბულაძის თანაშემწე იყო. მისმა ფილმმა „ჟამი“ 1982 წელს კიევის ახალგაზრდულ ფესტივალზე პრიზი აიღო. შავ-თეთრი ფილმი „მიზერერე“ ნაჩვენები იყო რიგაში, ანაპის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც სპეციალური პრიზი აიღო. ამის შემდეგ ბათუმში მარტო პედაგოგიური მოღვაწეობით იყო დაკავებული. ტელეკომპანია „იმედზე“ გადაღებული აქვს სერიალი „მგლების ხორუმი“.

ყველა ახალი ამბავი
0