ქართველი მზვერავები ავღანეთში გაემგზავრებიან

© Ministry of Defence of Georgiaქართველი სმხედროები ავღანეთში გამგზავრების წინ
ქართველი სმხედროები ავღანეთში გამგზავრების წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებიც ავღანეთში მიემგზავრებიან, მომზადება „ბუნდესვერის“ სამხედრო ბაზაზე გაიარეს.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეული შემდეგ კვირაში ავღანეთში სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერაში“  (Resolute Supprot) მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინსიტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გაცილების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ. ქართველი სამხედროები ექვსი თვის განმავლობაში ქალაქ მაზარ-ი-შარიფში გერმანული სარდლობის შემადგენლობაში იმსახურებენ. ისინი I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს ჩაანაცვლებენ.

„ამით ჩვენ ვაგრძელებთ იმ კონტრიბუციას და ვართ იმ ვალდებულებების ერთგული, რომლებიც ქვეყანამ ნატოს წინაშე აიღო. ჩვენ ორი კვირის წინ  მინისტერიალზე ეს საჯაროდ განვაცხადეთ, და მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სამხედოები გამოირჩევიან ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით. როდესაც ამ ასეულის წვრთნებს დავესწარი გერმანიაში, მოვისმინე ძალიან მაღალი შეფასება გერმანელი გენერლებისგან“, — განაცხადა იზორიამ.

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში - Sputnik საქართველო
თავდაცვის სამინისტრო: საქართველო ავღანეთში მისიას გააგრძელებს

ავღანეთში გადასროლამდე 4 თებერვლიდან 23 ივნისამდე დაზვერვის ასეულმა გერმანიის ქალაქ ბად-ზალცუნგენში „ბუნდესვერის“ სამხედრო ბაზაზე მომზადება გაიარა. გერმანელი სამხედრო ინსტრუქტორების დახმარებით ქართველმა სამხედროებმა გაიარეს ტაქტიკური, საცეცხლე, სამედიცინო, აერომობილური მომზადება და კავშირგაბმულობის უნარები  გააუმჯობესა.

„ეს მისია, რომელიც უკვე სამი წელია გრძელდება, ქართულ-გერმანული თანამშრომლობის არაჩვეულებრივ მაგალითს წარმოადგენს და ასეთივე წარმატებული და ნაყოფიერი დარჩება მომავალშიც. მე საუკეთესოს ვუსურვებ იმ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც შემდეგ კვირაში მისიის შესასრულებლად მიემგზავრებიან“, — განაცხადა საქართველოში გერმანიის საელჩოს სამხედრო ატაშემ ფრანც იოზეფ ნოლტემ.

 „მტკიცე მხარდაჭერა" ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთის ორმხრივი შეთანხმების მიხედვით, ქვეყანაში 12000 სამხედრო იმყოფება, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტირება შედის. მისიაში 870 ქართველი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0