თბილისის, 13 ივლისი — Sputnik. მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა ვულკანმა ვეზუვიმ, რომელიც ნეაპოლთან ახლოს მდებარეობს, კვლავ ყველა შეაშინა. თუმცა ვულკანი დამნაშავე არ არის.
ვულკანის ყელიდან ორ კილომეტრში, ვეზუვის კალთებზე ძვირფასი ტყეს ანადგურებს 10 ივლისს დაწყებული ხანძარი. იწვის უნიკალური ეროვნული ნაკრძალი კრატერ „ასტრონისთან“(Astroni), „ნეაპოლის ველურ გულთან“, ნათქვამია WWF Italia-ს კომუნიკეში.
„დიდი ვულკანური კრატერი, რომელიც ამოფრქვევის შედეგად დაახლოებით 4000 წლის გაჩნდა — ანტიკური ტყის მანტიის უკანასკნელი არსებული ნიმუშია. ეს საუკუნოვანი ტყე — ნეაპოლის ფილტვებია“, — ნათქვამია განცხადებაში.
ცეცხლი ვულკანის გარშემო 5 მიმდებარე პატარა ქალაქში ვრცელდება, ევაკუირებულია კერძო სახლები და რესტორნები.
მცირე კერები ნეაპოლშიც შეინიშნებოდა. „გუშინ ბოლის უზარმაზარმა ღრუბელმა მთელი ცა დაფარა, მზეც დაიფარა“, — იუწყება Sputnik Italia-ს კორესპონდენტი, რომელიც ცეცხლის კერასთან ახლოს იმყოფებოდა. „ციდან ფერფლი ცვივა“, ამოფრქვევის მსგავსად…
..l'Apocalisse sul Vesuvio..
minacciati Paesi della costa Sud di Napoli… pic.twitter.com/Clcqjc9972
— michele guarino (@micheleguarino8) 13 июля 2017 г.
„ვეზუვის თავზე ცეცხლი და ბოლია, ცაში მტვრის ღრუბლებია… ადამიანებს სთხოვენ არ გააღონ ფანჯრები, ყველგან ბოლია, ყველაფერი იწვის, გზები გადაკეტილია. სახლებში ჩავიკეტეთ, სუნთქვა გვიჭირს“, — იუწყება კორესპონდენტი.
სიტუაციას ართულებს ძლიერი ქარი და ცხელი ამინდი — 40 გრადუსი.
ცეცხლს ებრძვის მაშველების და მეხანძრეების 400 სხვადასხვა დანაყოფი და მოხალისეები. ჩართულია სამი თვითმფრინავი, სამხედროები. სიტუაციას პირადად პრემიერი პაოლო ჯენტილიონი აკონტროლებს.
თითქმის დადასტურდა ვარაუდი უცნობი პირების მიერ ტყისთვის ცეცხლის განგებ წაკიდების შესახებ, დაწყებულია გამოძიება. გარემოს მინისტრმა ჯანლუკა გალეტიმ განაცხადა: „ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ვიპოვოთ და დავსაჯოთ დამნაშავეები. ნეაპოლს ასეთი რამ არ დაუმსახურებია, და თუ ვინმემ ვეზუვის ცეცხლი წაუკიდა, მინდა, რომ ის ციხეში 15 წლით ჩაჯდეს!“