მცხეთაში ქალს მატარებელი დაეჯახა

© photo: Sputnik"თბილისი"-"ბათუმის" მატარებელი
თბილისი-ბათუმის მატარებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. მცხეთაში ქალს სამგზავრო მატარებელი დაეჯახა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

შემთხვევა დღეს, დილით, დაახლოებით 10 საათზე მოხდა.

„ქალი ცოცხალია, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიმდინარეობს გამოძიება“, — განაცხადა პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0