თბილისში კინორეჟისორი ალექსანდრ მაიოროვი გარდაიცვალა

© photo: Sputnikსანთლები სვეტიცხოველში
სანთლები სვეტიცხოველში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში უეცრად გარდაიცვალა სერიალ "მაროსეიკა, 12"-ის რეჟისორი, ალექსანდრ მაიოროვი.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. თბილისში 11 ივლისს 76 წლისა გარდაიცვალა კინორეჟისორი და სცენარისტი ალექსანდრ მაიოროვი.

როგორც "Sputnik-საქართველოს" რეჟისორის ოჯახის წევრებმა უამბეს, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მაიოროვი ცხოვრობდა თბილისში და ავად არ ყოფილა. რეჟისორი უეცრად გარდაიცვალა, სიკვდილის მიზეზი თრომბოემბოლია აღმოჩნდა.

გამოსვენება — 14:00 საათზე, შაბათს 15 ივლისს. მისამართი — თამარაშვილის 11.

მუსიკოსი კოკა ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო
მაესტრო, რომელიც ბოლომდე დაიხარჯა – გარდაიცვალა N1 ქართველი ბლუზმენი კოკა ცქიტიშვილი

ალექსანდრ მაიოროვი წარმოშობით თბილისიდან იყო. 1966 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. შემდეგ სწავლა რუსეთში გააგრძელა (თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის ლენინგრადის სახელმწიფო ინსტიტუტი (1974-1977), კინემატოგრაფიის რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტი "ВГИК" (1980).

მუშაობდა კინოსტუდია "მოსფილმში", იყო რუსეთის კინემატოგრაფისტთა გილდიის წევრი. 1984-1995 წლებში ასწავლიდა რეჟისურას "ВГИК"-ში.

ალექსანდრ მაიოროვმა რამდენიმე მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და სერიალი გადაიღო, მათ შორის: "Золотые рыбки", "Шанс", "Побег на край света", "Маросейка, 12", документальный фильм "Рождество Христово" და სხვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0