მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებს შეხვდა

© photo: Sputnikსაქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის დროშები
საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაქოში საგარეო საქმეთა მინისტრები სამმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და ერთობლივი პროექტების რეალიზაციაზე იმსჯელებენ.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ელმარ მამედიაროვი, მევლუთ ჩავუშოღლუ და მიხეილ ჯანელიძე შემდეგ კვირაში ბაქოში შეხვდებიან ერთმანეთს, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ სააგენტო Report-ზე დაყრდნობით.

შეხვედრა 18-19 ივლისს ჩატარდება.

„ჯერჯერობით სამი მინისტრის შეხვედრის პროგრამა ისახება. შესაძლებელია, ზოგიერთი ცვლილებაც მოხვდეს“, — განუცხადა სააგენტოს დიპლომატიურმა წყარომ.

სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ბაქოში იმსჯელებენ რეგიონალური დღის წესრიგის მიმდინარე საკითხებზე, სამმხრივ თანამშრომლობაზე და სამი ქვეყნის ერთობლივ პროექტებზე.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0