თბილისი, 13 ივლისი— Sputnik. ინგლისის ახალგაზრდული ნაკრები, რომელმაც მინიმალური ანგარიშით 1:0 ჩეხეთის გუნდი დაამარცხა, ევროპის U-19 ჩემპიონატის მეორე ფინალისტი გახდა.
შეხვედრის ბედი მატჩის დამატებული დროის ბოლო წამებზე გადაწყდა. გამარჯვება ინგლისის ნაკრებს ლუკას ნმეჩას მიერ გატანილმა გოლმა მოუტანა.
ტურნირის ფინალში ინგლისის ნაკრები პორტუგალიას შეხვდება, რომელმაც ანალოგიური ანგარიშით 1:0 ჰოლანდიის ნაკრები დაამარცხა.
ევროპის U-19 ჩემპიონატის ფინალი გორში, თენგიზ ბრუნჯაძის სახელობის სტადიონზე 15 ივლისს გაიმართება. თამაში 20:00 საათზე დაიწყება.