კახიძის ცენტრი კულტურის სამინისტროს ფასადის რემონტისთვის თანხას სთხოვს

© Sputnik / Alexander Imedashviliჯ. კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრი
ჯ. კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის კედლის ფასადის ნაწილის ელემენტების ჩამონგრევის შედეგად გოგონა დაშავდა.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შენობის ფასადის რემონტისთვის ფინანსურ დახმარებას სთხოვს.

ოთხშაბათ საღამოს თბილისში აღმაშენებლის გამზირზე ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის კედლის ფასადის ნაწილის ელემენტების ჩამონგრევის შედეგად 20 წლის გოგონა დაშავდა. დაშავებული მრავალრიცხოვანი ტრავმებით საავადმყოფოშია გადაყვანილი — მას გულ-მკერდის დახურული ტრავმა და ნეკნების მოტეხილობა აღენიშნება.

თბილისში შენობის ფასადის ნაწილის ჩამოშლისას ახალგაზრდა ქალი დაშავდა - Sputnik საქართველო
თბილისში შენობის ფასადის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაშავდა

ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელის, კომპოზიტორის, დირიჟორისა და პიანისტის ვახტანგ კახიძის თქმით, დაწესებულებას ჩამონგრეული ფასადის სარემონტოდ თანხა არ გააჩნია. ამასთან კახიძემ აღნიშნა, რომ ცენტრის შენობა 1980-იან წლებში აშენდა და იმ დროიდან ფასადი არ შეკეთებულა.

 „შენობა ეკონომიკის სამინისტრომ უზუფრუქტის წესით გადმოგვცა [უზუფრუქტი — უფლება სხვისი ქონებითა და მისი შემოსავლით სარგებლობისა იმ პირობით, თუ ამ ქონებას არაფერი დააკლდება]. ჩვენ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ვართ, შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობებით", — განუცხადა კახიძემ ურნალისტებს.

ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აუცილებელია საექსპერტო კომისიის შექმნა, რომელიც შენობის მდგომარეობას შეაფასებს.

კახიძის მუსიკალური ცენტრის შენობის მთავარი არქიტექტორის, ლერი მეძმარიაშვილის თქმით, ორი დღით ადრე მცირე მიწისძვრის შედეგად შენობის შიდა და გარე ფასადიც დაზიანდა. თუმცა, ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს ასეთ სავალალო შედეგს გამოიწვევდა.

სასულიერო სემინარია - Sputnik საქართველო
„ემეგობრე მემკვიდრეობას“: ახალი მასშტაბური კამპანია იწყება

 „ფასადის მოპირკეთება ჯერ კიდევ 1989 წელს ჩატარდა. შემდეგ შენობაში კაპიტალური რემონტი ჩატარდა. თუ არ ვცდები, ის 2003 ან 2004 წელს დაიწყო და 2010 წელს დასრულდა. ანუ სერიოზული კაპიტალური სამუშაოები მხოლოდ შენობის შიგნით ჩატარდა", — განუცხადა ჟურნალისტებს არქიტექტორმა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 240-ე მუხლით  „უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება", რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.

ყველა ახალი ამბავი
0