"ხელი ხელს": საქართველოში დაიწყო "უმუშევართა კავშირის" ახალი პროექტი

© Sputnik / Denis Aslanovბრიფინგი უსახლკაროთა უფლებების პრობლემებთან დაკავშირებით
ბრიფინგი უსახლკაროთა უფლებების პრობლემებთან დაკავშირებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
უსახლკაროთა და სოციალურად დაუცველთა პრობლემები – ეს საკითხები განიხილეს ბრიფინგის მონაწილეებმა თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. "უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" სოციალური პროექტის "ხელი ხელს" მესამე ეტაპს იწყებს, რომლის ფარგლებში ორგანიზაცია დახმარებას გაუწევს არა მარტო უსახლკაროებს, არამედ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს.

ბრიფინგზე, რომელიც ოთხშაბათს თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გაიმართა, პროექტის დეტალებზე ისაუბრა ორგანიზაციის "უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" თავმჯდომარემ თამარ იოვაშვილმა.

"პროექტი "ხელი ხელს" არის დიდი პროექტის "სახით უსახლკაროებისკენ" მესამე ნაწილი. მეორე ნაწილს ერქვა "სოციალური მხარდაჭერა უსახლკაროებს", რომლის ფარგლებში შეიქმნა ცენტრი, გრძელდებოდა რეგისტრაცია და პარალელურად კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა. ახლა მესამე ნაწილი დაიწყო. მას "ხელი ხელს" ვუწოდეთ, რადგან ჩვენი ბენეფიციარების კონტინგენტის გაზრდა გადავწყვიტეთ და უფასო იურიდიულ დახმარებას გავუწევთ არა მარტო უსახლკაროებს, არამედ თბილისის ყველა სოციალურად დაუცველ მოქალაქეს", — განაცხადა იოვაშვილმა.

ორგანიზაციის მონაცემებით, მხოლოდ თბილისში 4500 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს.

© Sputnik / Denis Aslanovბრიფინგი უსახლკაროების უფლებების პრობლემებზე
Брифинг по проблеме прав бездомных - Sputnik საქართველო
ბრიფინგი უსახლკაროების უფლებების პრობლემებზე

"ეს ადამიანები ჩვენ ცენტრში საყრდენ წერტილს პოულობენ და როდესაც დახმარებისთვის ვერავის მიმართავენ და პრობლემები უჩნდებათ, ისინი ჩვენთან მხარდაჭერას პოულობენ. ჩვენი იურისტები ორიენტირებული არიან იმაზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მიმართვისას მათ შესაძლო გზები ასწავლონ", — აღნიშნა იოვაშვილმა.

იოვაშვილმა ასევე ისაუბრა უსახლკაროთა შესახებ კანონპროექტის შემდგომ ბედზე, რომლის ინიცირებაზე არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე მესამე წელია იბრძვის.

"რაც შეეხება ჩვენ საკანონმდებლო საქმიანობას, ის [კანონპროექტი] ადაპტირებულია, შეთანხმებულია და მოწონებულია ევროპული ორგანიზაციების მიერ. კანონპროექტში არის უსახლკაროთა სტატუსის განსაზღვრება, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში არსებულ სტატუსს სრულად შეესაბამება და მისი მსგავსია. ანუ ჩვენ გავაკეთეთ ზოგადი, აბსოლუტურად ადაპტირებული ვარიანტი, რათა პარლამენტის მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ გვქონოდა", — აღნიშნა მან.

© Sputnik / Denis Aslanovთამარ იოვაშვილი. ბრიფინგი უსახლკაროების უფლებების პრობლემებზე
Тамара Иовашвили. Брифинг по проблеме прав бездомных - Sputnik საქართველო
თამარ იოვაშვილი. ბრიფინგი უსახლკაროების უფლებების პრობლემებზე

იოვაშვილის თქმით, დეპუტატების უამრავი დაპირების მიუხედავად, თავის თავზე აიღონ პასუხისმგებლობა და კანონის მიღებას ხელი შეუწყონ, არავინ არ ჩქარობს.

"საქმე არ იცდის, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე განცხადებაც დავწერეთ და პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება შევიტანეთ. ამ პრობლემის აქტივაციისა და აქტუალიზაციისთვის ტრიბუნას ვეძებთ და ამაზე უარის თქმას არ ვაპირებთ", — განაცხადა მან.

უსახლკაროთა პრობლემისადმი საზოგადოებისა და ხელისუფლების ყურადღების მისაქცევად არასამთავრობო ორგანიზაციამ მხოლოდ გასულ წელს 14 საპროტესტო აქცია ჩაატარა, თითოეულ აქციას სულ ცოტა 600 ადამიანი ესწრებოდა.

"სექტემბერში, როგორც კი პარლამენტში სესიები დაიწყება, აქციებს დავიწყებთ. პირველი აქცია ქუთაისში პარლამენტის პირველივე სხდომის დღეს ჩატარდება, შემდეგ ისინი თბილისში გაგრძელდება", — აღნიშნა იოვაშვილმა.

ბრიფინგი უსახლკაროების უფლებების პრობლემებზე

ორგანიზაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელიც შეიტანა, რომელშიც ცდილობს დაამტკიცოს, რომ საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. იოვაშვილის თქმით, 19 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლოში ჩატარდა პირველი სხდომა, რომელიც უსახლკაროთათვის საარჩევნო უფლებას უკავშირდებოდა.

როგორც იოვაშვილმა განმარტა, კონსტიტუციაში მითითებულია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება იყაროს კენჭი და მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ამ დროს საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლში არსებობს ჩანაწერი, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია გააჩნიათ.

"ეს აბსოლუტური ნონსენსია, და ჩვენ ვხედავთ ადამიანის უფლებების დარღვევას. საქართველოს რეესტრის მონაცემებით, საქართველოს 30 000 მოქალაქეს, რომლებსაც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია არ გააჩნიათ, ფაქტობრივად საარჩევნო უფლება ეკარგებათ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პროცესს აუცილებლად მოვიგებთ, რადგან სახეზეა კანონის აშკარა შეუსაბამობა კონსტიტუციასთან", — ხაზგასმით აღნიშნა მან.

© Sputnik / Denis Aslanovმადლენა ხუროშვილი. ბრიფინგი უსახლკაროების უფლებების პრობლემებზე
Мадлена Хурошвили. Брифинг по проблеме прав бездомных - Sputnik საქართველო
მადლენა ხუროშვილი. ბრიფინგი უსახლკაროების უფლებების პრობლემებზე

მისი თქმით, პარალელურად გაგრძელდება მუშაობა სოციალური დახმარების შესახებ არსებულ კანონზე, რადგან ის სრულად არ ასახავს სოციალურად დაუცველთა საჭიროებებსა და მოთხოვნებს.

"უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა კანონის ცვლილებებზე. აუცილებლად გავაგრძელებთ ამ მუშაობას და ოქტომბრის ბოლოსთვის წარვადგენთ არსებული კანონის კიდევ ორ ცვლილებას, რომლებიც აუცილებელია", — განაცხადა იოვაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0