ხანძარი სასტუმრო „მეტეხში": არიან დაშავებულები

გამოწერა
სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის" სარდაფში ხანძარი გაჩნდა.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" (Sheraton Metechi Palace) გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

2014 წლის დეკემბრიდან „შერატონ მეტეხი პალასში" სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

შეტყობინება ძლიერი კვამლიანობის შესახებ სააგენტოში ოთხშაბათს, დაახლოებით 11:00 საათზე შევიდა.

„ადგილზე ოპერატიულად გავიდა ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. აღმოჩნდა, რომ შენობის სარდაფში სითბოს საიზოლაციო სისტემა იწვოდა. ხანძარი ძალიან სწრაფად ჩააქრეს, რამდენიმე წუთში. ძლიერი გაკვამლიანების გამო სამი მუშა დაშავდა, რომლებიც ადგილზე მუშაობდნენ. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს", — განუცხადა სააგენტოს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

„შერატონი" — სასტუმროების ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ქსელია. დაფუძნებულია 1937 წელს. Sheraton Metechi Palace — საქართველოში პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, გაიხსნა 1991 წელს.

ყველა ახალი ამბავი
0