„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

"თელასი"
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 12 ივლისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხაძის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერვე ლეგიონის დასახლების, ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის, ივერიელის, კაკაბეთის, ხარაბაძის, ტატიშვილის, ანდღულაძის, ორბელების და ჯიქიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხიშვილის, ხარაგაულის, სამრეკლოს, ცუცქირიძის, ლომოურის, სპარტაკის, ახვლედიანის, გიორგი წერეთლის, ავლაბრის, ალვანის, სამოქალაქოს, ბაჩანას, ვახტანგ მეექვსეს და კალატოზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ჩეხოვის, ისნის, ფერიცვალების და მეტეხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლერწმის, ბოგდან ხმელნიცკის, სახალხოს, ხევის, ჩარხის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, ქიაჩელის, მელიქიშვილის და ნიკო ნიკოლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, კედიას, თევდორე მღვდლის, ევდოშვილის, ცემის, სოხუმის და ზუგდიდის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის შესახვევის და გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კანდელაკის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის და კვინიტაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიქოძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბანოს ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიუმას, პუშკინის და კოტე აფხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0