სტენინის სახელობის კონკურსი ხმის უფლებას სოციალური ქსელების მომხმარებელს აძლევს

© photo: Sputnik / Grigoriy Sisoevანდრეი სტენინის სახელობის ფოტოკონკუსრის გამარჯვებული ნამუშევრების გამოფენა
ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოკონკუსრის გამარჯვებული ნამუშევრების გამოფენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინტერნეტ-გამოკითხვის გამარჯვებული ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის კონკურსის დიპლომს მიიღებს.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ინტერნეტ-აუდიტორიის აზრით ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის კონკურსის საუკეთესო ნამუშევრის გამოსავლენად ხმების მიღების დასრულებამდე ერთ კვირაზე ნაკლები დარჩა. კონკურსის ორგანიზატორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня იუნესკოს საკითხებში რუსეთის კომისიის ეგიდით. საკუთარი არჩევანის გაკეთება ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია კონკურსის ვებ-გვერდზე stenincontest.ru 18 ივლისის 23:59 საათამდე (მოსკოვის დროით) ერთ-ერთი სოციალური ქსელით: ВКонтакте, Facebook, Twitter ან ჩინურ სერვისზე Weibo.

ინტერნეტში ყველაზე პოპულარული ფოტოს ავტორი მიიღებს კონკურსის დიპლომს, ხოლო პროფესიონალებისგან შემდგარი ჟიურის ვერსიით გამარჯვებულები ცნობილი 2017 წლის 7 აგვისტოს გახდებიან. ჟიურის, რომლის შემადგენლობაში მსოფლიო და რუსული ფოტო- და არტ-საზოგადოების ლიდერები არიან, ჟურნალ "შტერნის" ფოტოდირექტორი ანდრეას ტრამპი ჩაუდგა სათავეში.

ეს სურათი ეკუთვნის იტალიელ ფოტოგრაფ ალესანდრო როტას, მოსული, ერაყი - Sputnik საქართველო
სტენინის ფოტოკონკურსი: საუკეთესო ნამუშევრები

ინტერნეტ-მომხმარებელმა 2016 წელს ხმა მისცა ეგვიპტელი ფოტოჟურნალისტის გეჰად ჰამდის (Gehad Hamdy) ნამუშევარს "რაინდები" (კატეგორია "სპორტი"). 2017 წელს კონკურსზე დაახლოებით 5 ათასი ნამუშევარი გამოგზავნეს მსოფლიოს 76 ქვეყნიდან ოთხ ნომინაციაში: "მთავარი ახალი ამბები", "სპორტი", "ჩემი პლანეტა" და "პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი". ონლაინ-გამოკითხვაში მონაწილეობს კონკურსის შორტ-ლისტში ჟიურის მიერ შერჩეული ფოტოები.

კონკურსის შესახებ

ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერასა და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის ამოცანებისადმი საზოგადოების ყურადღების მიქცევას. ეს არის ადგილი ახალგაზრდა ნიჭიერი ფოტოგრაფებისთვის, რომლებიც გახსნილი არიან ყველაფერი ახლისთვის, სადაც ისინი ჩვენ ყურადღებას იქცევენ ადამიანებსა და მათ გვერდით მიმდინარე მოვლენებზე.

2016 წელს კონკურსზე წარდგენილი იყო მსოფლიოს 71 ქვეყნის დაახლოებით 6000 ნამუშევარი. გამარჯვებულების ნამუშევრები გამოფინეს მოსკოვის, სტამბულის, კეიპტაუნის, შანხაის, პეკინის, ბერლინის, რომის, ბარიბორისა და ლუბლიანას ფესტივალებსა და საგამოფენო სივრცეებში.

კონკურსის საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო-ახალი ამბების პორტალი Вести.Ru, სახელმწიფო ტელეარხი Россия-Культура, საინფორმაციო-ახალი ამბების პორტალი KP.ru, საინფორმაციო პორტალი ЖурДом და პორტალი Russian Photo. კონკურსის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik, საინფორმაციო სააგენტო Askanews, მედიაჰოლდინგი Independent Media, საინფორმაციო სააგენტო Notimex, ახალი ამბების სააგენტო ANA, ტელეარხი და პორტალი RT, The Royal Photographic Society, Shanghai United Media Group (SUMG), საინფორმაციო სააგენტო Xinhua, ახალი ამბების სააგენტო ANDES. დარგობრივი საინფორმაციო პარტნიორების სტატუსით კონკურსს მხარს უჭერენ: ფოტოგრაფიის აკადემია, სააგენტო ГеоФото, პორტალი Photo-study.ru, ონლაინ-ჟურნალი Bleek Magazine, მოსკოვის ჟურნალისტთა კავშირი, ვიზუალური ხელოვნების სკოლა, რუსეთის ფოტოხელოვანთა კავშირი, საინფორმაციო პორტალი YOung JOurnalists და ფესტივალები PhotoVisa და Фотопарад в Угличе.

ყველა ახალი ამბავი
0