აფხაზეთში რუსი ტურისტი მოკლეს: მილიონი მკვლელებზე ინფორმაციისთვის

© photo: Sputnik / Badrak Avidzbaგზის მონაკვეთი აფხაზეთში სადაც რუს ტურისტებს დაესხნენ თავს
გზის მონაკვეთი აფხაზეთში სადაც რუს ტურისტებს დაესხნენ თავს - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფხაზეთში რუსი ტურისტის მკვლელობისა და მისი ოჯახის წევრების გატაცების საქმის გამოძიება მიმდინარეობს.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 მლნ რუბლის (დაახლოებით 16,4 ათასი აშშ დოლარი) ოდენობის ჯილდო დააწესა სანდო ინფორმაციისთვის იმ დამნაშავეების ადგილსამყოფელის შესახებ, რომლებიც რუსი ტურისტის მკვლელობის საქმეში მონაწილეობდნენ, იტყობინება რუსული მასმედია.

აფხაზეთს, ისევე, როგორც ცხინვალის რეგიონს საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. 2008 წელს რუსეთმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

შეიარაღებული ნიღბიანი დამნაშავეები მოსკოველ დამსვენებლებს სამშაბათს, 12:20 საათზე დაესხნენ თავს. ინციდენტი გუდაუთის რაიონის სოფელ აჩანდარასთან ახლოს, ზღვის სანაპიროზე მოხდა.

„წინასწარ დადგენილი მონაცემებით, დანაშაული ზღვის პირას მოხდა, სადაც ორი ნიღბიანი დაუდგენელი პირი, შეიარაღებული დაუდგენელი სახის ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით (დანით), თავს დაესხა მოსკოვიდან ჩამოსულ დამსვენებლებს", — ნათქვამია გუდაუთას რაიონის დე ფაქტო პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

თავდასხმის შედეგად 1984 წელს დაბადებული ანდრეი კაბანოვი მკერდის არეში დანით მიყენებული ორი ჭრილობის შედეგად მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაღუპული იმყოფებოდა ოჯახთან — მეუღლესა და ორ შვილთან ერთად, ასევე მათთან ერთად იყო ჩიჟიკოვების ოჯახი — ცოლ-ქმარი ორ ბავშვთან ერთად.

„დამნაშავეებმა გაიტაცეს კაბანოვისა და ჩიჟიკოვის მეუღლეები ბავშვებთან ერთად. გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გატაცებულები გაათავისუფლეს", — აღნიშნულია განცხადებაში.

ამჟამად მიმდინარეობს ღონისძიებები დამნაშავეთა ვინაობის დადგენისა და დაკავებისთვის.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მკვლელობის, გატაცებისა და ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე.

ყველა ახალი ამბავი
0