მაიმუნების პლანეტა და კინო თბილისში: რა ვნახოთ 13-15 ივლისს

© Sputnik / Alexander ImedashviliIMAX-ის ერთ-ერთ კინოთეატრში შესასვლელი თბილისში
IMAX-ის ერთ-ერთ კინოთეატრში შესასვლელი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემზარავი ტრილერი ქარიზმატულ სკოლის მასწავლებელზე და ადამიანების სასტიკი ომი მაიმუნების წინააღმდეგ - "Sputnik-საქართველო" განაგრძობს ყველაზე "ცხელ-ცხელი" კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების მიმოხილვას, რომლებიც კინომანებს უქმეებზე ელით.

13 ივლისიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები გაიმართება:

"ბერლინის სინდრომი" (Berlin Syndrome) — რეჟისორ კეიტ შორტლანდის ავსტრალიური ტრილერი, მელანი იოოსტენის სადებიუტო რომანის მიხედვით. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ფოტოჟურნალისტ კლერის შესახებ, რომელიც გერმანიაში გაემგზავრება, სადაც ის ქარიზმატულ სკოლის მასწავლებელ ენდის გაიცნობს. ახალგაზრდებს შორის გრძნობა გაჩნდება. ბობოქარი ღამის შემდეგ, დილით, გაღვიძებისას კლერი აღმოაჩენს, რომ ენდიმ ის საკუთარ ბინაში ჩაკეტა და გაშვებას არ აპირებს. და ის, რაც ერთი შეხედვით სასიყვარულო რომანის დასაწყისად გვეჩვენებოდა, მოულოდნელად ავისმომასწავებელ მიმართულებას იღებს. როლებში: ტერეზა პალმერი, მაკს რიმელტი, მეთიას ჰაბიჩი.

"ბრძოლა მაიმუნების პლანეტისთვის" (War for the Planet of the Apes) — რეჟისორ მეტ რივზის ამერიკული სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმი. ცეზარი და მისი მაიმუნები მზად არიან ადამიანების ჯარს დაუპირისპირდნენ, რომლის სათავეში დაუნდობელი პოლკოვნიკი დგას. მას შემდეგ, რაც მაიმუნებმა დიდი დანაკლისი განიცადეს, ცეზარი იძულებულია გაუმკლავდეს თავის პირველყოფილ ბნელ ინსტინქტებს და შურისძიების სურვილს. ისტორია ცეზარსა და პოლკოვნიკს პირისპირ შეახვედრებს და ამ შეხვედრას განმსაზღვრელს გახდის ორივე სახეობისა და საერთოდ, მთელი პლანეტის მომავლისთვის. როლებში: ჯუდი გრირი, ვუდი ჰარელსონი, ენდი სერკისი, სტივ ზანი, ტაი ოლსონი.

საინტერესო ფაქტები: პირველ ფილმში (2011) ცეზარი ძლივს ლაპარაკობდა. მეორე ფილმში (2014) მისი სიტყვიერი მარაგი მნიშვნელოვნად გაზრდილია და ის უკვე მთლიან წინადადებებს წარმოთქვამდა, თუმცა მისი საუბრის მანერა ადამიანისგან ჯერ კიდევ საკმაოდ განსხვავდებოდა. სერიის მესამე ფილმში ის უკვე თავისუფლად საუბრობს და ამას ადამიანივით აკეთებს.

გასული კვირიდან თბილისი კინოეკრანებზე გამოვიდა ამერიკული მხატვრული ფილმი "სპაიდერმენი: დაბრუნება" (Spider-Man: Homecoming) და რეჟისორ ენდრიუ ჯ. კოენის ამერიკული კომედია "ოპერაცია კაზინო" (The House) უილ ფერელით და ემი პოლერით მთავარ როლებში.

ასევე თბილისის კინოთეატრებში — მულტფილმი "საზიზღარი მე 3", ბრიტანული საშინელებათა ფილმი "47 მეტრი წყალქვეშ", შავი კომედია "ძალიან ცუდი გოგონები" (Rough Night) სკარლეტ იოჰანსონით მთავარ როლში და ამერიკული მელოდრამა "ყველაფერი, ყველაფერი" (Everything, Everything).

უქმეებზე თბილისის კინოთეატრებში ისევ ნახავთ: ალექს კურტცმანის სათავგადასავლო ბლოკბასტერს "მუმია" (The Mummy) და ამერიკული სათავგადასავლო ფილმს "კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრები ზღაპრებს არ ჰყვებიან".

მულტფილმები ბავშვებისათვის — "მანქანები 3" (Cars 3) და კომპიუტერულ-ანიმაციური კომედიური ფილმი "კაპიტანი ტრიკო" (Captain Underpants).

გისურვებთ სასიამოვნო კინოჩვენებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0