თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს, იუწყება სააგენტო Новости-Грузия.
საქართველოს მოსახლეობა ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და ქალაქის მერებს აირჩევს. წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 60 დღით ადრე უნდა დაიწყოს.
ამ დროისათვის ცნობილია, რომ თბილისის მერის პოსტზე მმართველმა პარტიამ ყოფილი ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის კანდიდატურა წარადგინა.
არჩევნებზე კალაძის კონკურენტები იქნებიან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენდირექტორის მოადგილე და ტელეწამყვანი ზაალ უდუმაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, დეპუტატი ელენე ხოშტარია პარტიიდან „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.