საქართველოში ევროპის ფეხბურთის U-19 ჩემპიონატის ფინალში პორტუგალია გავიდა

© FB / Georgian Football FederationЧемпионат Европы по футболу U-19 в Грузии
Чемпионат Европы по футболу U-19 в Грузии - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის ფეხბურთის U-19 ჩემპიონატის მეორე ფინალისტი ინგლისისა და ჩეხეთის ნაკრებების შეხვედრის შედეგად გამოვლინდება.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. პორტუგალიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჰოლანდიელ თანატოლებს ანგარიშით 1:0 მოუგო და ის გახდა ევროპის U-19 ჩემპიონატის პირველი ფინალისტი.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე ლისაბონის „ბენფიკას“ ნახევარმცველმა ჟედსონ ფერნანდეშმა გაიტანა.

ტურნირის მეორე ფინალისტი ინგლისისა და ჩეხეთის ნაკრებების შეხვედრის შედეგად გამოვლინდება.

თამაში მიხეილ მესხის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0