Jamiroquai-ის სოლისტმა საქართველოს სადღეგრძელო დალია

© photo: Sputnik / Алексей Пеньков / გადასვლა მედიაბანკშიJamiroquai
Jamiroquai - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში Jamiroquai კონცერტს 28 ივლისს გამართავს

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ცნობილი ბრიტანული ჯგუფ Jamiroquai-ის ვოკალისტმა, რომელიც 28 ივლისს ბათუმში Black Sea Jazz Festival-ზე გამოვა, ქართველი თაყვანისმცემლებისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერა.

„გამარჯობა, საქართველო! მინდა ვთქვა, რომ მე მოულოდნელად ველოდები თქვენთან დაბრუნებას. ასე რომ, თქვენ გაგიმარჯოთ! შევხვდებით!“, — განაცხადა ჯეი ქეიმ და საქართველოსთვის ბოკალი ასწია.

Jamiroquai — 90-იანი წლების ბრიტანული ჯაზ-ფანკისა და ეისიდ-ჯაზის ერთ-ერთი კაშკაშა წარმომადგენელია. თავისი კარიერის მანძილზე ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ვოკალისტი და სიმღერების ავტორი ჯეი ქეი უდგას, რვა ალბომი გამოუშვა. გარდა ამისა მიღებული აქვს უამრავი მუსიკალური ჯილდო, მათ შორის, „გრემი“ და MTV-ს ოთხი ჯილდო.

ელტონ ჯონი - Sputnik საქართველო
ელტონ ჯონი საქართველოში ორ კონცერტს გამართავს

Jamiroquai საქართველოში პირველად არ ატარებს კონცერტს. 2006 წელს ჯგუფმა თბილისში ქართველი მსმენელისთვის დაუკრა. ამჯერად Jamiroquai-ს კონცერტი ბათუმში 28 ივლისს გაიმართება. მუსიკოსები საქართველოში ახალ ალბომს Automaton-ს წარმოადგენენ. Black Sea Jazz Festival-ის სცენაზე, Jamiroquai-ს გარდა, მსმენელის წინაშე გამოვლენ ამერიკული ჰიპ-ჰოპ ტრიო De La Soul (29 ივლისი) და ბრიტანელი მომღერალი Joss Stone (30 ივლისი).

ფესტივალის მონაწილეები ასევე იქნებიან CORY HENRY and THE FUNK APOSTLES და ჯგუფი M.F. ROBOT.

Black Sea Jazz Festival-ი სამთავრობო პროექტის Check in Georgia ფარგლებში იმართება. მისი ორგანიზატორები არიან „თიბისი ბანკი“ და კომპანია Eastern Promotions.

ყველა ახალი ამბავი
0