ახალ გენერალურ აუდიტორს სექტემბრის ბოლოს აირჩევენ

© photo: Sputnik / Stringerლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მასმედიაში აღნიშნულ თანამდებობაზე შესაძლო კანდიდატებს შორის ასახელებენ თბილისის მერს დავით ნარმანიას და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი ახალი გენერალური აუდიტორის კანდიდატურას სექტემბრის თვის ბოლომდე დაამტკიცებს, განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას უფლებამოსილების ვადა 25 ივლისს იწურება. ახალი გენერალური აუდიტორის კანდიდატურა საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა წარადგინოს, მოგვიანებით კი მას პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე ან საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებს.

„რაც შეეხება კანდიდატებს, ჯერჯერობით არც ერთს არ ვასახელებთ. ეს არ იქნება პარლამენტის თავმჯდომარის ერთპიროვნული გადაწყვეტილება. კონსტიტუციის თანახმად, გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობა მიიღებს, ამიტომ კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს გუნდთან ერთად გავივლით და გადაწყვეტილებას ისე მივიღებთ“, — განაცხადა კობახიძემ. 

საქართველოს შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
თორდია vs ფარცხალაძე: ახალი დეტალები

საინფორმაციო საშუალებებში აღნიშნულ თანამდებობაზე შესაძლო კანდიდატებს შორის ასახელებენ თბილისის მერს დავით ნარმანიას და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების ხარჯვისა და პარტიების დაფინანსების მონიტორინგს ეწევა.

მოქმედი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ბოლო ჩინოვნიკია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დაინიშნა.

გარდა ამისა, თორდია მაისის თვეში სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. 13 მაისს ღამის კლუბ El Centro-ში მომხდარი ინციდენტის შემდეგ თორდია საავადმყოფოში მოხვდა თავის ქალის დახურული ტრავმით. როგორც თორდიამ განაცხადა, მას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. თუმცა, მოგვიანებით შსს-მ განაცხადა, რომ ჩხუბის პროვოცირება თავად თორდიამ მოახდინა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „ძალადობის“ მუხლით, რომელიც ითვალისწინებს სასჯელს გამასწორებელი სამუშაოებიდან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთამდე — დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები ამ მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ.

ყველა ახალი ამბავი
0