ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში იარაღი გადადეს და ფეხბურთი ითამაშეს

© FB / Ministry of Defence of Georgiaქართველმა სამხედროებმა ავღანეთში ფეხბურთი ითამაშეს
ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში  ფეხბურთი ითამაშეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩემპიონატი ფეხბურთში ქართველ სამხედროებს შორის, რომლებიც ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობენ, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ჩატადა.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის" (Resolute Support) მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა გაიმარჯვა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გამართულ ფეხბურთის შიდა ჩემპიონატში, აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ტურნირი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ოლიმპიური სისტემით ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ ავღანეთში დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებული ძალების I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის „ალფა" ასეულის, II მსუბუქი ქვეითი ბრიგადის „ბრავო" ასეულის, III მსუბუქი ქვეითი ბრიგადა "ჩარლის" ასეულის, დაზვერვისა და ეროვნული გვარდიის ოცეულების, ასევე ბატალიონის შტაბის საფეხბურთო გუნდები.

გამარჯვებულ „ბრავო" ასეულის გუნდს თასი II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ბექა ამბროლაძემ გადასცა.

საუკეთესო ფეხბურთელად I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის „ალფა" ასეულის ფეხბურთელი, სერჟანტი ვლადიმერ ნაჭყებია აღიარეს, ხოლო საუკეთესო ბომბარდირი გატანილი ექვსი გოლით გახდა II ქვეითი ბრიგადის „ბრავო" ასეულის გუნდის წევრი, პირველი კლასის რიგითი მინდია კოპალეიშვილი.

„მტკიცე მხარდაჭერა" ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთის ორმხრივი შეთანხმების მიხედვით, ქვეყანაში 13000 სამხედრო იმყოფება, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტირება შედის.

მისიაში 870 ქართველი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0