ქართული ნაწარმი, რომელსაც კატარის ბაზარი ითხოვს, მაგრამ...

© Photo: courtesy of Tariel Zivzivadzeტარიელ ზივზივაძე
ტარიელ ზივზივაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კატარში ბოლო დროს განვითარებულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მოვლენებმა ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დეფიციტი შექმნა, ამიტომ ქვეყნის საქმიანმა წრეებმა პროდუქციის ალტერნატიული არხების ძებნა სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც დაიწყეს.

რა პროდუქციაზეა მოთხოვნა კატარში და როგორ უნდა მიაწოდონ დაინტერესებულმა მეწარმეებმა ექსპორტიორებს ქართული პროდუქტი, ამის შესახებ “Sputnik–საქართველოს“ მოძრაობა KAR.GE-ს დამფუძნებელი ტარიელ ზივზივაძე ესაუბრა. 

– ბატონო ტარიელ, რომელ საექსპორტო ნაწარმზეა მოთხოვნა კატარში დღეს? 

— ზოგადად, კატარის ბაზარზე შესვლა ძალიან რთულია. უამრავი ისეთი პროცედურაა, რომლის ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, მაგრამ ახლა რადგან იქ საგანგებო მდგომარეობაა, ბარიერები მოხსნილია და ეძებენ ნაწარმს, რომელიც არის ხარისხიანი. ქართული პროდუქტის ხარისხი და ფასი თუ მოეწონათ, მაშინვე იყიდიან. ამჟამად არის მოთხოვნა ხილიდან: ვაშლატამაზე, ატამზე, ჟოლოზე, თუთაზე, მარწყვზე, მაყვალზე; ბოსტნეულიდან: ნედლ ხახვზე, სალათის ფოთოლზე და კომბოსტოზე; მწვანილიდან: ქინძზე, ოხრახუშზე, ნიახურზე, კამაზე, პიტნაზე. არის კიდევ სხვა პროდუქცია, რომელთაც ჩვენ ვთავაზობთ საექსპორტოდ.

თევზის ფესტივალი ბათუმში - Sputnik საქართველო
ევროკავშირმა თავის ბაზარზე საქართველოდან თევზისა და თევზის პროდუქტების შეტანა დაუშვა

– რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ქართული ნაწარმი?

— ბევრ სახეობაზეა საუბარი და, რა თქმა უნდა, ყველას მიმართ არსებობს კონკრეტული მოთხოვნები. ჩვენი ამოცანაა ექსპორტიორებთან დავაკავშიროთ ის მწარმოებლები, რომლებსაც აქვთ ხარისხიანი ნაწარმი, რეალისტური ფასი და დაუყონებლივ მიწოდება შეუძლიათ. ჩვენ მათ დავეხმარებით კომერციული წინადადების მომზადებაში და თუ ის სხვა ქვეყნების ანალოგიურ კონკურენტულ წინადადებებს აჯობებს, ქართულ პროდუქციას კატარში ექსპორტის დიდი შანსი აქვს. 

კონკრეტულად კი პროდუქციას უნდა ჰქონდეს მაღალი ხარისხი, ფასი უნდა იყოს კონკურენტული და მიწოდება უნდა შეიძლებოდეს მნიშვნელოვანი მოცულობით.

პროდუქციის ექსპორტი - Sputnik საქართველო
ქართული ტყავი ევროკავშირში გავიდა

– უკვე თუ გავიდა რომელიმე პროდუქტი საქართველოდან კატარში? 

— ჩვენ დაგვიკავშირდა მეწარმე, რომელიც ეძებდა მწვანილის მიმწოდებელს და ჰყავდა დამკვეთი კატარში — ერთ-ერთი სერიოზული სავაჭრო ქსელი. ჩვენ დავეხმარეთ მას მწარმოებელთა კონტაქტების მოძიებაში და ახლა საქართველოდან დღეში საშუალოდ 1 ტონა მწვანილი იგზავნება, თუმცა გაცილებით მეტზეა მოთხოვნა, მაგრამ მეტი მწვანილი არ იკრიბება.

– ქართველი მწარმოებლები რამდენად დაინტერესდნენ ამ წინადადებით? 

— დიდი ინტერესია. მაგრამ რამდენადაც დიდია ინტერესი, იმდენად დაბალია მზადყოფნის ხარისხი. შემოსული ზარების 80% და მეტი არის მათგან, ვინც, სამწუხაროდ, არ არის მზად, ან ფასი აქვს არარეალისტური, ან მიწოდება არა აქვს საკმარისი, ან ხარისხი არ უვარგა, ან ლაბორატორიული კვლევა არ აქვს, ან სერტიფიკატები არ აქვს.

 

ნატა პატარაია

ყველა ახალი ამბავი
0