პატრიარქის ნათლული კიდევ 600 ბავშვი გახდება

გამოწერა
2008 წლიდან საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ჯვარდაწერილი ოჯახის ყოველ მესამე და მომდევნო შვილს ნათლავს.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე 13 ივლისს მორიგ, 49-ე მასობრივ საყოველთაო ნათლობას ჩაატარებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში დღის მეორე ნახევარში გაიმართება. ამჯერად ილია მეორე დაახლოებით 600 ბავშვის ნათლია გახდება.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ხშირად მიიღოთ წმინდა ზიარება

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი  ჯვარდაწერილი ოჯახის ყოველ მესამე და მომდევნო შვილს ნათლავს. ამ ინიციატივის მიზანია — ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება.

ჩვილების პირველი საყოველთაო ნათლობა სამებაში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა.

დღეისათვის ილია მეორეს 32 400-ზე მეტი ნათლული ჰყავს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0