საქართველოს ეკონომიკის მინისტრი სტამბულში შეხვედრებს მართავს

გამოწერა
საქართველო თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფართოების წინადადებით გამოდის.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხები და მომავლის პერსპექტივები განიხილეს.

გახარიას შეხვედრა თურქეთის პრემიერთან სტამბულში მსოფლიო ნავთობის რიგით 22-ე კონგრესის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიება 9 ივლისს დაიწყო და მასში 5 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის, დაახლოებით 50 მინისტრი და წამყვანი ენერგეტიკული კომპანიების 500 ხელმძღვანელი.

"როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. გიორგი გახარიამ ბინალი ილდირიმთან საუბრისას ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ თურქეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა, რომელსაც საქართველოს ძირითად 10 სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს", — ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

© FB / ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროგიორგი გახარია და ბინალი ილდირიმი
Встреча главы минэкономики Грузии Георгия Гахария с турецким премьером Бинали Йылдырымом - Sputnik საქართველო
გიორგი გახარია და ბინალი ილდირიმი

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საკითხი საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოების შესახებ. გახარიას შეფასებით, თურქეთ-საქართველოს თანამშრომლობა არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება პარტნიორმა და მეზობელმა ქვეყნებმა გამოიყენონ ერთმანეთის ეკონომიკური პოტენციალი საკუთარი ხალხის უფრო მეტი კეთილდღეობისთვის.

© FB / ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროგიორგი გვახარია და ნიჰატ ზეიბექჩი
Встреча главы минэкономики Грузии Георгия Гахария с турецким коллегой Нихатом Зейбекчи - Sputnik საქართველო
გიორგი გვახარია და ნიჰატ ზეიბექჩი

სტამბულში ვიზიტის ფარგლებში გახარიამ ასევე გამართა შეხვედრა თავის თურქ კოლეგა ნიჰატ ზეიბექჩისთან. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და საქართველოსა და თურქეთს შორის საქონელბრუნვის გაზრდას.

თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. თურქეთთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-მაისში 591 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საქართველოს საერთო სავაჭრო ბრუნვის 15%-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0