"არგანი" ხინკლის წინააღმდეგ: პირველი ეკოფესტი ბათუმში

გამოწერა

ბათუმში პირველად გაიმართა ეკოლოგიური არტ-ფესტივალი "არგანი". იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა რამდენიმე დღის განმავლობაში მასშტაბური ღონისძიება, რომელიც ბუნებისა და ვეგეტარიანიზმის დაცვის თემას ეხებოდა.

ბათუმის ცენტრში მდებარე 26 მაისის პარკში პეირველ ეკოლოგიურ არტ-ფესტივალზე გაიმართა ტურისტული იარმარკა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ვეგეტარიანული კერძების დეგუსტცია, ჩატარდა ვოქშოპებები, მასტერ-კლასები, საქველმოქმედო აქციები და კონცერტი.

ფესტივალის ძირითადი მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა, ვეგეტარიანიზმი, და ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებები, როგორიცაა ბუნებაზე ზრუნვა. ფესტივალზე ყველა პროდუქტი იყო ეკოლოგიური და ბუნებრივი.

ფესტივალი "არგანი" ბათუმის მერიისა და საპროდუსერო ცენტრის Go Mamonts! მხარდაჭერით გაიმართა. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ფესტივალი ბათუმში ეკოლოგიური უსაფრთხოების თემის პოპულარიზებას მოახდენს. 

ყველა ახალი ამბავი
0