ბრიფინგი: უსახლკაროთა და სოციალურად დაუცველთა მდგომარეობა საქართველოში

© photo: Sputnik / Levan Avlabreliაქცია
აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ოთხშაბათს, 12 ივლისს, 13:00 საათზე გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციის „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" ბრიფინგი.

ბრიფინგი ეძღვნება სოციალური პროექტის „ხელი ხელს" მესამე ეტაპის დაწყებას, რომელიც მოწოდებულია დაეხმაროს საქართველოს უსახლკარო და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია საკონსულტაციო ცენტრის გახსნა, რომელიც უსახლკაროებსა და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მიმართვისას მათი უფლებების დაცვის მხრივ იურიდიულ დახმარებას გაუწევს, ასევე იურიდიულ თანხლებას გაუწევს სოციალური დაცვის მექანიზმებში ჩართვისთვის რეგისტრაციის მისაღებად.

ორგანიზაციის „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" წარმომადგენლები ისაუბრებენ უსახლკაროთა შესახებ კანონპროექტის შემდგომ ბედზე, რომლის ინიცირებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე მესამე წელია იბრძვის და ასევე ისაუბრებენ ორგანიზაციის მომავალ გეგმებზე.

ბრიფინგის მონაწილეები:

— ორგანიზაციის „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" თავმჯდომარე თამარ იოვაშვილი;

— ორგანიზაციის „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" პროექტების კოორდინატორი მადლენა ხუროშვილი.

მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ პრესკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი, 61, მე–5 სართული, ბლოკი С. ტელეფონი: 555 90 89 77.

მასმედიის აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977. თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრის ანონსების გამოწერაზე განაცხადები გაგზავნეთ მისამართზე media@sputnik-georgia.com

ყველა ახალი ამბავი
0