ვაჭრობა და ტურიზმი: რა მოუტანა საქართველოს რუსეთთან დიალოგმა

გამოწერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბოლო წლებში რუსულ მხარესთან გამართული დიალოგების შედეგებზე ისაუბრა. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ რაზე ისაუბრა ზსურაბ აბაშიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ მას ევალება დიალოგის ისეთი ფორმატით წაყვანა, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი მანდატით. ყოველი შეხვედრის წინ საქართველოს წარმომადგენელს ევალება ისაუბროს შემდეგ საკითხებზე: სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ხასიათის პრობლემები. ამავდროულად ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ დიალოგის ამ ფორმატმა უკვე გამოიღო შედეგი.

"მას შემდეგ, რაც ეს დიალოგი დავიწყეთ, რუსეთთან აღდგა ვაჭრობა, გაიხსნა რუსული ბაზარი. 2013 წლამდე ქართული ექსპორტი რუსეთში ნოლის ტოლი იყო, ხოლო რუსეთიდან ქართულ ბაზარზე ყოველწლიურად 500 მილიონი დოლარის საქონელი შემოდიოდა. ასეთი დისბალანსი გვქონდა. დიალოგის დაწყების შემდეგ, ბოლო წლებში საქართველოდან რუსეთში გავიდა დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია. ამ დროში აღდგა სატრანსპორტო კავშირები და კომუნიკაციები — არამხოლოდ საჰაერო, არამედ სახმელეთოც. ამის შედეგად გაიზარდა რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა, ასევე სხვა ქვეყნებიდანაც. 2016 წელს საქართველოში დაახლოებით მილიონი რუსი ტურისტი ჩამოვიდა, წელს მათი რაოდენობა გაიზრდება. მე მგონია, რომ ამასაც შეუწყო ხელი ჩვენმა დიალოგმა", — განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, თუ დიალოგის დამსახურება ასეთ წინსვლაში თუნდაც 1 პროცენტია, "ეს უკვე არ არის ცოტა". ამავდროულად აბაშიძემ აღნიშნა, რომ მისი აზრით დიალოგის როლი ამ პროცესში "გაცილებით დიდია".

ყველა ახალი ამბავი
0