გმირობა დასვენებისას: მაშველმა ინგუშეთიდან ბათუმში ადამიანი გადაარჩინა

© photo: Sputnikბათუმის ქუჩები
ბათუმის ქუჩები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმში დასვენებისას პროფესიონალმა მაშველმა გმირობა ჩაიდინა.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინგუშეთის რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომელმა რაშიდ ნაკოსტოევმა ბათუმში ავარიაში მოხვედრილი ადამიანი გადაარჩინა, ნათქვამია რუსული უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ავარია რამდენიმე დღის წინ ბათუმში მოხდა, სადაც მაშველი ინგუშეთიდან შვებულებას ატარებდა. მაგისტრალზე ერთმანეთს შეეჯახა მიკროავტობუსი და Mercedes Benz-ის მარკის მსუბუქი ავტომობილი. მანქანის მძღოლმა უმნიშვნელო დაზიანება მიიღო, ძირითადი დარტყმა მგზავრის მხარეს მოხვდა. დახმარება დასჭირდა სწორედ მსუბუქი ავტომობილის მგზავრს, რომელიც სალონში ბლოკირებული იყო.

„გამოცდილმა რაშიდ ნაკოსტოევმა დაზარალებულის გათავისუფლლება თავიდან საბუქსირე ტროსის გამოყენებით სცადა, თუმცა როდესაც მიხვდა, რომ ეს არაეფექტური იქნებოდა, სხვა ხერხს მიმართა. დომკრატის გამოყენებით მან მანქანის საყრდენი ასწია, რითიც სალონში თავისუფალი სივრცე გაჩნდა, და მხოლოდ ამის შემდეგ დაეტყო მგზავრს სიცოცხლის ნიშნები. შემდეგ მაშველმა მგზავრი მანქანიდან გამოიყვანა", — ნათქვამია განცხადებაში.

უწყების მონაცემებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე ინგუშმა მაშველმა დაზარალებულს პირველი სამედიცინო დახმარებაც აღმოუჩინა.

„ინგუში მაშველის საქციელი არის არა მარტო პროფესიული, არამედ მორალური მოვალეობის შესრულება", — ნათქვამია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0