ზაფხულის ხვატისგან თავის დაღწევა: Sputnik-ის მკითხველები სახლში დარჩენას ამჯობინებენ

© photo: Sputnik / Vladimir Sergeevზაფხულის სიცხე
ზაფხულის სიცხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის მკითხველთა უმეტესობა ცხელ ამინდში ქუჩაში გასვლას თავს არიდებს.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. „Sputnik საქართველოს“ მკითხველთა უმეტესობა ზაფხულის ცხელ დღეებში სახლში დარჩენას ამჯობინებს, ამაზე მეტყველებს ახალი ამბების სააგენტოს ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

ბათუმი - Sputnik საქართველო
ამინდის ზუსტი პროგნოზი ბათუმში 12 ივლისს

კითხვაზე, როგორ უმკლავდებით ზაფხულის ხვატს, რესპონდენტთა 50%-მა უპასუხა, რომ ცდილობენ ქუჩაში არ გავიდნენ. ზაფხულის ცხელ ამინდში ბევრ წყალს სვამს გამოკითხულთა 28,6%. ცხელი ამინდი კი უყვარს 7,1%-ს.

გამოკითხვაში მონაწილეთა 14,3% ქალაქიდან გასვლით ცდილობს თავი დააღწიოს ზაფხულის ხვატს.

საქართველოში ივლისის თვის დასაწყისიდან განსაკუთრებით ცხელი ამინდები იყო. გასულ კვირაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, თბილისში ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსს აღწევდა.

ყველა ახალი ამბავი
0