თამრიკო ჭოხონელიძე: ყოფილ ცოლ-ქმარს შორის გულწრფელი მეგობრობა გამორიცხულია
„როცა ცოლ-ქმარი შორდება, გულწრფელი მეგობრობა იქ დამთავრებულია. მეგობრობა მანამდეა, ვიდრე ცოლ-ქმარი ხართ. უბრალოდ, თუ გარეწარი არ არის, ნორმალური ურთიერთობა უნდა შეინარჩუნო მასთან, მაინც შენი შვილების მამაა“, — ამბობს ცნობილი მომღერალი.
თამრიკო ჭოხონელიძის თქმით, მას და მის ყოფილ მეუღლეს გია როინიშვილს ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ, თუმცა არა მეგობრული. უმეტეს შემთხვევაში მათი ურთიერთობის მიზეზი შვილებია.