ამინდი საქართველოში: მცირე ნალექი და სეტყვის ალბათობა

© Sputnik / Alexander Imedashviliღრუბლები თბილისის თავზე
ღრუბლები თბილისის თავზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამშაბათსა და ოთხშაბათს საქართველოში ჰაერი 30 გრადუსამდე გათბება, შესაძლებელია წვიმა.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. უახლოეს დღეებში სინოპტიკოსები ხანმოკლე ნალექს პროგნოზირებენ, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – სეტყვის ალბათობაა.

სამშაბათი, 11 ივლისი

როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში საღამოსა და ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. აღმოსავლეთში შესაძლებელია სეტყვა. ქვეყნის ტერიტორიაზე დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა. ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება 15–20 გრადუსი სითბო, დღისით – 24–29; მაღალ მთაში ღამით 9–14, ხოლო დღისით – 21–26.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 15–20 გრადუსი სითბო, დღისით – 26–31; მაღალ მთაში ღამით 7–12, ხოლო დღისით – 17–22.

თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, მაგრამ დღე ძირითადად უნალექოდ ჩაივლის. ქარის სიჩქარე 10–15 მეტრი წამში იქნება. ღამით ჰაერი 18 გრადუსამდე გათბება, ხოლო დღისით – 30 გრადუსამდე.

ოთხშაბათი, 12 ივლისი

ქვეყნის ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება და ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ქარის სიჩქარე 10–15 მეტრი წამში იქნება.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება 15–20 გრადუსი სითბო, დღისით – 26–31; მაღალ მთაში ღამით 8–13, ხოლო დღისით – 22–27.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 15–20 გრადუსი სითბო, დღისით – 24–29; მაღალ მთაში ღამით 8–13, ხოლო დღისით – 13–18.

თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარის სიჩქარე 10–15 მეტრი წამში იქნება. ღამით ჰაერი 20 გრადუსამდე გათბება, ხოლო დღისით – 28 გრადუსამდე.


ყველა ახალი ამბავი
0