ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატი: ყველა ნახევარფინალისტი გამოვლენილია

© FB / Georgian Football Federationევროპის ჩემპიონატი U-19
ევროპის ჩემპიონატი U-19 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის (U-19) ნახევარფინალში არიან პორტუგალია, ჰოლანდია, ინგლისი და ჩეხეთი.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე 19-წლამდელთა შორის (U-19), რომელიც ამ დღეებში საქართველოში ტარდება, ყველა ნახევარფინალსტი გამოვლინდა.

В ჯგუფში თამაშების დასკვნით დღეს ინგლისის ნაკრებმა გერმანიის გუნდი დაამარცხა დიდი ანგარიშით – 4:1, მაქსიმალური ცხრა ქულიდან ცხრავე მოიპოვა და ოთხეულში პირველი ადგილი დაიკავა.

ამ ჯგუფიდან მეორე ნახევარფინალისტი ჰოლანდიის ნაკრები გახდა, რომელმაც ბულგარეთთან შეხვედრა ფრედ დაასრულა (1:1).

ამგვარად, პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან პორტუგალიისა და ჰოლანდიის ნაკრებები, ხოლო მეორე ნახევარფინალში — ინგლისისა და ჩეხეთის გუნდები.

ორივე მატჩი 12 ივლისს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0