თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უშედეგოდ ცდილობდა დახმარებოდა ჯარისკაცს, რომელსაც ქარმა ქუდი წაგლიჯა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ტრამპი ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე საზღვაო ქვეითთა კორპუსის კუთვნილ ვერტმფრენს უახლოვდებოდა, როდესაც დაინახა, რომ ერთ-ერთ ჯარისკაცს ქარმა ფორმის ქუდი წაგლიჯა. ჯარისკაცი კი, როგორც ამას რეგლამენტი ითვალისწინებს, „სმენაზე“ გაჭიმული იდგა.
პრეზიდენტმა ქუდი აიღო და ჯარისკაცს დაახურა, მაგრამ ქარმა ისევ გადახადა ის და ტრამპს ისევ მოუხდა მისი დაჭერა.
საბოლოოდ ამერიკის პრეზიდენტმა მიატოვა მცდელობა, ჯარისკაცს მხარზე ხელი შემოჰკრა გასამხნევებლად და ვერტმფრენში ავიდა.
ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო თავდაპირველად ამერიკულ მედიასაშუალებაში გამოქვეყნდა, შემდეგ კი სოციალური ქსელებითაც გავრცელდა.
ამერიკელთა უმრავლესობას მოეწონა პრეზიდენტის მცდელობა, დახმარებოდა ჯარისკაცს. უფრო მეტიც, დონალდ ტრამპმა არამეგობრულად განწყობილი CNN-სგანაც კი დაიმსახურა კეთილი სიტყვები.