სამაშველო ოპერაციის ვიდეო კადრები

გამოწერა

საქართველოს სასაზღვო პოლიციის ვერტმფრენის ეკიპაჟის პროფესიონალიზმი და უშიშრობა, რომელმაც მდინარეზე სამაშველო ოპერაცია ჩაატარა, აღმაფრთოვანებელია.

საქართველოს მოსახლეობა სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალყურს სამაშველო ოპერაციას, რომელსაც ადგილობრივი ტელეარხები აშუქებდნენ. მაშველები ცდილობდნენ გადაეჩინათ სოფლის მოსახლეები, რომლებიც ადიდებულმა მდინარემ პატარა კუნძულზე "დაატყვევა".

სანახაობა, რა თქმა უნდა, არაა რეკომენდებული სუსტი ნერვების მქონეთათვის. ვერტმფრენის პილოტმა ბესიკ გაბიანმა და მისმა ეკიპაჟმა ურთულესი სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს მდინარე ხობისწყალზე სოფელ ხაბუმეში, რომელიც წარმატებით დასრულდა. როგორც გაირკვა, სოფელი ხაბუმეს ორი მოსახლე მდინარეზე გადადიოდა ერთი ნაპირიდან მეორეზე შეშის გადასაზიდად. ზუსტად ამ მომენტში მდინარის დონემ მკვეთრად აიწია.

ყველა ახალი ამბავი
0