რაგბის მატჩისას მწვრთნელს მეხი დაეცა

© photo: Sputnik / Александр Кряжев / გადასვლა მედიაბანკშიალექსანდრ ალექსეენკო
ალექსანდრ ალექსეენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალექსეენკოს თქმით, ის რკინასავით ჯანმრთელია და მეხისგან თავზე მხოლოდ შავი ნაკვალევი დარჩა.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. კრასნოდარის სარაგბო კლუბ „ყუბანის“ მწვრთნელ ალექსანდრ ალექსეენკოს ნოვოკუზნეცკის „მეტალურგთან“ შეხვედრის დროს მეხი დაეცა, ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე

ელვა - Sputnik საქართველო
სტამბული-თბილისის თვითმფრინავს მეხი დაეცა

ნოვოკუზნეცკში შეხვედრა ძლიერი წვიმისა და ჭექა-ქუხილის ფონზე მიმდინარეობდა. ელვის რამდენიმე მუხტი სათამაშო მინდვრის სიახლოვეს დაეცა, ერთი მათგანი კი პირდაპირ კრასნოდარელთა მთავარ მწვრთნელ ალექსეენკოს მოხვდა. 

მატჩის შემდეგ მწვრთნელმა კლუბის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა და იხუმრა კიდეც.

„უთოებს არ ვიწებებ, აზრის ძალით კოვზებს არ ვღუნავ. სერიოზულად თუ ვიტყვით, სასიამოვნო შეგრძნება ნამდვილად არ იყო. შეხვედრაზე ტრადიციულად კეპს ვიხურავ ხოლმე. როდესაც შესვენების შემდეგ მინდორზე დავბრუნდით, მეხი პირდაპირ თავში მომხვდა და მუხტმა მთელ სხეულში დამიარა. ამ დროს კბილებში გამაღრჭიალა, მაგრამ უცბად ვერც კი მივხვდი, რისგან“, — აღნიშნა ალექსეენკომ.  

მისი თქმით, რკინასავით ჯანმრთელია და მეხისგან თავზე მხოლოდ შავი ნაკვალევი დარჩა.

ყველა ახალი ამბავი
0