ნინო გოგიაშვილი: „ვენეციის უნივერსიტეტში პოსტსადოქტორო კვლევა ჩავატარე“
„გამომდინარე იქიდან, რომ ლიტერატურა ზოგადად მასშტაბური მოვლენაა და არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩვენი ეროვნული ლიტერატურით, ცხადია, მაინტერესებდა სხვა ქვეყნების ლიტერატურა და განსაკუთრებით პოეზია“-განუცხადა Sputnik- საქართველოს ნინო გოგიაშვილმა.
ნინო გოგიაშვილი —ლიტერატურული ფსევდონიმით ნუციკო დეკანოზიშვილი, პოეტი, ლიტერატორი, ფილოლოგიის დოქტორი, თელავის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლექსმცოდნეობასა და ლიტერატურის თეორიაში კითხულობს ლექციებს. სამეცნიერო ნაშრომებში ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებზე მუშაობს.