სოფელ კოდასთან ავტომობილმა მამაკაცი იმსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია ავარიის ადგილზე
საპატრულო პოლიცია ავარიის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე 55 წლის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც მიღებული ტრავმების გამო ადგილზე გარდაიცვალა.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. თბილისი-მარნეულის ავტომაგისტრალზე, სოფელ კოდასთან უბედური შემთხვევა მოხდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე 55 წლის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც მიღებული ტრავმების გამო ადგილზე გარდაიცვალა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0