თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მდებარე, „მხედრიონის“ დამაარსებლის, ჯაბა იოსელისნის საფლავი შეურაცხყვეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
დაუდგენელმა პირებმა საფლავის ქვაზე დატოვეს წარწერა „გადამასვენეთ“. ქალაქის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ქვა უკვე გაწმინდეს.
დიდუბის პანთეონის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ თავად საფლავი დაზიანებული არ არის.
აღნიშული ფაქტი სავარაუდოდ ჯაბა იოსელიანის დაბადების დღეს უკავშირდება, რომელსაც ყოფილი „მხედრიონელები“ ყოველი წლის 10 ივლისს აღნიშნავენ.
ჯაბა იოსელიანი 2003 წლის 4 მარტს გარდაიცვალა ინსულტით.