თბილისი, 9 ივლისი-Sputnik. დედაქალაქის სტუმრების გასახარად, სინოპტიკოსები სამშაბათს, 11 ივლისს, თბილისში თბილ ამინდს ელიან.
მზე ამოვა ადგილობრივი დროით 05:35 სთ-ზე. ბოლო პერიოდის ღრუბლიანობის შემდეგ, გამოიდარებს.
მთელი დღის მანძილზე დედაქალაქში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ეს კი ქალაქში სეირნობის მოყვარულთათვის მისწრებაა.
საღამოსკენ მოიღრუბლება, თუმცა წვიმა არ იქნება.
სამშაბათს, დღის მაქსიმალური ტემპერატურა 30 გრადუსი სითბოა, ხოლო მინიმალური პლუს 19. მოსალოდნელია ქარი 10-15 მეტრი წამში.
მზის ჩასვლით შეგიძლიათ დატკბეთ 20:36 სთ-ზე.