თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოს სამხედრო გზაზე ყველა ტიპის ავტომობილის მოძრაობა აკრძალულია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
მცხეთა-სტფანწმინდა-ლარისი საავტომობილო გზის 128-ე კმ-ზე, სოფელ წდოსთან კლდე ჩამოიშალა.
© FB/ Roads Department of Georgiaჩამოშლილი კლდე სოფელ წდოსთან
ჩამოშლილი კლდე სოფელ წდოსთან
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა ის შეძლებისდაგვარად სწრაფად გაიხსნას და საავტომობილო მოძრაობა აღდგეს.