სურსათის ეროვნული სააგენტო: სუნელებში ტყვიის მაღალი შემცველობაა აღმოჩენილი

გამოწერა
უკვე გამოკვლეული 25 ნიმუშიდან ოთხში ტყვიის შემცველობა ნორმაზე მაღალი აღმოჩნდა. მათ შორის, წითელ წიწაკასა და მშრალ აჯიკაში.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ სურსათს ტოქსიკური ელემენტების  შემცველობაზე, ოთხი სახის სუნელ-სანელებელში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური.   

ქართული სუნელები - Sputnik საქართველო
სოფლის მეურნეობის სამინისტრო: ქართული სუნელები ტყვიას არ შეიცავს

ნიმუშების აღება მიმდინარეობს   როგორც მსხვილი, ასევე  მცირე სარეალიზაციო ობიექტებიდან, მათ შორის, აგრარული ბაზრებიდან.

სულ ტყვიის შემცველობაზე კვლევისთვის სუნელ-სანელებლის  75  ნიმუში იყო აღებული და აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გადაგზავნილი. უკვე გამოკვლეული 25 ნიმუშიდან ოთხში ტყვიის შემცველობა ნორმაზე მაღალი აღმოჩნდა. მათ შორის, წითელ წიწაკასა და მშრალ აჯიკაში.

„გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით,  სააგენტოს მიერ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც პროდუქციის სარეალიზაციო ბაზრიდან ამოღებას ითვალისწინებს“, — ნათქვამია სააგენტოს ვებგვერდზე.  

იქვე ხაზგასმულია, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 9 სექტემბერს    აშშ-ში საქართველოს საკონსულოდან  ნიუ-იორკის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის  შეტყობინება  მიიღო, რომელშიც საქართველოდან გაგზავნილ  სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის აღმოჩენის თაობაზე იყო საუბარი.

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  შეტყობინების მიღებისთანავე გაატარა შესაბამისი ღონისძიებები. შემოწმდა ექსპორტიორი ბიზნესოპერატორები და სარეალიზაციო ობიექტებიდან აღებულ იქნა 29 ნიმუში, საიდანაც დარღვევა გამოვლინდა ერთ შემთხვევაში“, — განმარტავს სურსათის ეროვნული სააგენტო. 

უწყება განაგრძობს სანელებლების  ლაბორატორიულ კვლევას, რომლის შედეგები პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას.

ყველა ახალი ამბავი
0