ნინო გიუნაშვილი: „სულ 12 ანიმაციური ფილმი მაქვს გაკეთებული“
„ჩვენ რაიონებში გავხსენით ანიმაციის შემსწავლელი წრეები ბავშვებისთვის და შარშან ბავშვები გერმანიაში წავიყვანეთ“- განუცხადა “ Sputnik-საქართველოს” ნინო გიუნაშვილმა.
ნინო გიუნაშვილი — მხატვარ —ანიმატორი, გადაღებული აქვს შემეცნებითი ხასიათის ანიმაციური ფილმები, რომლებმაც სხვადასხვა ფესტივალებში მიიღო მონაწილეობა. მეგობრებთან ერთად რაიონებში ბავშვებს ანიმაციის საფუძვლებს ასწავლის.