პირველად მსოფლიოში გენმოდიფიცირებული, კლონირებული ძაღლი გამოიყვანეს

© photo: Sputnik / Pavel Lisitsyn / გადასვლა მედიაბანკშიბიგლის ჯიშის ძაღლი
ბიგლის ჯიშის ძაღლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
28 მაისს ჩინეთში, სომატიკური უჯრედიდან კლონირებული პირველი ძაღლი დაიბადა.

თბილისი, 8 ივლისი-Sputnik. ჩინელმა მეცნიერებმა ბიგლის ჯიშის პირველი გენმოდიფიცირებული, კლონირებული ძაღლი გამოიყვანეს და ლუნ ლუნი დაარქვეს- იტყობინება РИА Новости კომპანია Sinogeme-ზე დაყრდნობით.

„28 მაისს, კომპანია Sinogeme-ს ლაბორატოტიაში სომატიკური უჯრედიდან კლონირებული ბიგლის ჯიშის პირველი ძაღლი დაიბადა, მას ლუნ ლუნი დაარქვეს. იგი ასევე პირველი კლონირებული ძაღლია მსოფლიოში, რომელიც მოლეკულარული გენეტიკის მეთოდით გამოიყვანეს.“-განაცხადეს კომპანიაში.

ცნობისმოყვარე ძაღლი - Sputnik საქართველო
ყველაზე მოდური ძაღლები საქართველოში

იქვე ნათქვამია, რომ ჩინეთი სამხრეთ კორეის შემდეგ მეორე ქვეყანაა რომელმაც საკუთარი ძალებით აითვისა სომატიკური უჯრედებით კლონირების ტექნოლოგია.

ცხოველთა კლონირების პირველი წარმატებული ცდები 1960-იან წლებში, ინგლისელმა ემბრიოლოგმა ჯ. გერდონმა ჩაატარა ბაყაყებზე.

რაც შეეხება ძუძუმწოვრებს, პირველი იყო ცხვარი სახელად დოლი 1996 წელს. 2004 წელს ამერიკელებმა დაიწყეს კატების კომერციული კლონირება, ხოლო 2008 წლის აპრილში სამხრეთკორეელმა მესაზღვრეებმა სომატიკური უჯრედიდან კლონირებული შვიდი ლეკვის გამოწვრთნა დაიწყეს.  კანადური ლაბრადორ-რეტრივერის ჯიშის ლეკვები საუკეთესო მაძებრებად ითვლებიან. კორეელი მეცნიერების მტკიცებით, კლონირებული ძაღლების 90% დააკმაყოფილებს საზღვარზე მუშაობის მოთხოვნებს, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი ლეკვების მხოლოდ 30% თუ ახერხებს პროფესიული ტესტების ჩაბარებას.


ყველა ახალი ამბავი
0