თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. იტალიელმა ფერმერმა დარიო გამბარინიმ მინდორში ტრაქტორით დახატა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინი პორტრეტი, რომელიც რუსულმა კოსმოსურმა თანამგზავრმა გადაიღო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости როსკოსმოსის „ტვიტერის“ მიკრობლოგზე დაყრდნობით.
Решили проверить — видно ли «Путина» из космоса? Мы про портрет, созданный итальянским фермером-художником 😉 pic.twitter.com/ji0tHM1TPA
— РОСКОСМОС (@roscosmos) July 7, 2017
ფერმერმა პორტრეტი წლევანდელი მოსავლის აღების შემდეგ დახატა და ის „დიდი ოცეულის“ სამიტს მიუძღვნა. პორტრეტის სიგანე 135 მეტრია. მას თან ახლავს წარწერა G20 2017 და რუსეთის პრეზიდენტის გვარი.
დარიო გამბარინიმ სახელი მსოფლიო ლიდერების უზარმაზარი პორტრეტებით გაითქვა, რომელთაც ის მინდორში გლობალური მნიშვნელობის მოვლენების აღსანიშნავად ხატავს.
როგორც ირკვევა, მანამდე დარიო გამბარინის იგივე ადგილზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პორტრეტიც გამოუსახავს.
იტალიელი ფერმერის შემოქმედების გმირები წარსულში ასევე ყოფილან: იესო ქრისტე, ბარაქ ობამა, ფიდელ კასტრო, რომის პაპი ფრანცისკე და სხვა ცნობილი პოლიტიკოსები.