თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. ქალაქ ჩიკაგოში ეკოლოგიური ორგანიზაცია „გრინფისის“ შვიდი აქტივისტი მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კუთვნილ ცათამბჯენზე საპროტესტო პლაკატი გააკრეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ადგილობრივ გაზეთ Chicagoist-ზე დაყრდნობით.
პლაკატზე გამოსახულია გლობუსი და სიტყვები „გაუწიე წინააღმდეგობა, დაიცავი!“
Greenpeace hangs "resist, defend" banner on Trump Tower in Chicago https://t.co/LLkqR7LZQb pic.twitter.com/gGzjsUo3dN
— The Hill (@thehill) July 8, 2017
ორგანიზაციამ ტრანსპარანტი ტრამპის ადმინისტრაციის იმ პოლიტიკის საპროტესტოდ გააკრა, რომელსაც ის კლიმატის სფეროში ატარებს.
აღსანიშნავია, რომ გერმანიაში მიმდინარე „დიდი ოცეულის“ სამიტზე, სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, ერთადერთი საკითხი, რომელზეც მხარეები ვერ შეთანხმდნენ, სწორედ კლიმატის საკითხია.
„ტრამპის ადმინისტრაცია თავს ესხმის პლანეტას. ჩვენს წინააღმდეგობას გავუწევთ მას“, — ნათქვამია ორგანიზაცია „გრინფისის“ მიკრობლოგში, რომელიც „ტვიტერზეა“ განთავსებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩიკაგოს პოლიცია საქმეს იძიებს და შესაძლოა „გრინფისის“ აქტივისტებს ბრალად კერძო საკუთრებაში უკანონო შეღწევა და მისთვის ზიანის მიყენება წაუყენონ.