შავ ზღვაში 25 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის სანაპირო
ბათუმის სანაპირო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაშველები ახალგაზრდა ბიჭს ორი დღე ეძებდნენ.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. შავ ზღვაში ნაპოვნია 25 წლის ბიჭის ცხედარი, რომელიც ზღვაში გონიოსთან დაიკარგა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

სამძებრო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 115-ე მუხლით ("თვითმკვლელობამდე მიყვანა"), რაც ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.

გარდა ამისა, გრძელდება 45 წლის მამაკაცის ძებნა, რომელიც ბათუმის სანაპიროსთან ზღვაში 3 ივლისს დაიკარგა.

ყველა ახალი ამბავი
0