ყაჩაღობა მოხდა ხობის რაიონში

© ჯემალ ღამბაშიძეხობში თავს დაესხნენ კვირკვიების ოჯახს
ხობში თავს დაესხნენ კვირკვიების ოჯახს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოროტმოქმედები ოჯახის უფროსისგან თხილის მოსავლის ჩაბარებით მიღებულ თანხას ითხოვდნენ.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. პარასკევს, გამთენიისას ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში ორი ნიღბიანი მამაკაცი თავს დაესხა კვირკვაიების ოჯახს.

თავდამსხმელებმა სასტიკად სცემეს ოჯახის უფროსი. ისინი თხილის შემოსავლით მიღებულ თანხას ითხოვდნენ.

ბოროტმოქმედებმა ოჯახიდან წაიღეს მცირე ოდენობით თანხა, მობილური ტელეფონი და მიიმალნენ. 

„Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტის ცნობით, ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

ჯემალ ღამბაშიძე

ყველა ახალი ამბავი
0